- Advertisement -

არჩილ თალაკვაძე: პრემიერი საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების პრინციპს იცავს

292

"ეს ინფორმაცია ადასტურებს მთავარ ფაქტს, რომ პრემიერი და ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი იცავს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების პრინციპს“, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს 2017 წელს მამამ 50 ათასი დოლარი აჩუქა.

„გამჭვირვალე მმართველობის პროცესში, ჩვენ ყველა ვაქვეყნებთ იმ ინფორმაციას, რომელიც კანონმდებლობით გვევალება. შესაბამისად, ის, რომ პრემიერს აქვს დეკლარირებული ყველა საკუთარი შემოსავალი, რა თქმა უნდა მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ პირველ რიგში პრემიერი იცავს კანონმდებლობის ამ მოთხოვნებს", – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

Comments
Loading...