- Advertisement -

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება სამართლებრივი დევნაა და არა პოლიტიკური

450

სინამდვილეში ეს არის სამართლებრივი დევნა და არა პოლიტიკური და შესაბამისად გადაწყვეტილებაც არის დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული", – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე ოპოზიციის შეფასებას.

"ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ ამას დაარქვას პოლიტიკური დევნა, მაგრამ ამის მხოლოდ თითონ ჯერათ", – დასძენს თალაკვაძე.

რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, თალაკვაძის თქმით, ეს სამართლებრივი საკითხია და პროცესი სამართლებრივ ჭრილში წარიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.
 

Comments
Loading...