- Advertisement -

არჩილ თალაკვაძე: საკოსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის ულტიმატუმი დიალოგს ხელს უშლის

360

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე "აიპრესთან" განმარტავს, რომ ოპოზიაცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის ნაცვლად ულტიმატუმის ენით საუბრობს, რაც ხელს უშლის დიალოგს.

– ბატონო არჩილ, "ახალი ერთობა საქართველოსთვის" დედაქალაქის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ცივი წყალი გადაასხა ევროპელ პარტნიორებს, სამოქალაქო სექტორს, მთელ საზოგადოებას და არ გაითალისწინა ოპოზიციის წინადადებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით…

– რომელი წინადადება?! ის როგორც ყოველთვის ზოგადად საუბრობს. ჩვენ კონსტიტუციის ახალ პროექტზე კონსულტაციები ყველა მხარესთან გვქონდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარეთ საჯარო განხილვები, ჩვენთვის ცნობილია საზოგადოების დამოკიდებულება საკონსტიტუციო რეფორმის პრაქტიკულად ყველა საკითხზე. გავავრცელეთ განცხადება უმრავლესობის სახელით, სადაც ჩვენი პოზიციები დეტალურად არის განმარტებული. მათ შორის დიალოგთან დაკავშირებით, შედგება დისკუსიის ბოლო ეტაპი. როდესაც საშემოდგომო სესია განახლდება, მესამე მოსმენით განვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

– ოპოზიციამ წერილობით წარმოგიდგინათ რა იყო მიუღებელი საკონსტიტუცი ცვლილების პროექტში…

– ოპოზიციამ წარმოადგინა 4 ულტიმატუმი და პირობა, რომ დიალოგის დაწყება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს 4 ულტიმატუმი იქნება გათვალისწინებული. მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან. რაც შეეხება ულტიმატუმს და ასეთი სახით პირობის წამოყენებას, ეს ხელს უშლის დიალოგის წარმართვას.

-საკონსტიტუციო უმრავლესობა გყავთ, არ გაგიჭირდებათ ცვლილების მიღება, მაგრამ როგორ გააგრძელებთ მუშაობას, როცა სრული ოპოზოციური სპექტრი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესი ნაწილი არ არის მისაღები, არ წახვედით დიალოგზე და არ გაითვალისწინეთ მათი წინადადება?

-საკონსტიტუცო ცვლილებების მოსამზადებლად ირაკლი კობახიძის(პარლამენტის თავმჯდომარე) ხელმძღვანელობით კოლოსალური სამუშაო იყო გაწეული. ამაში ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, რასაც თვალყურს ადევნებდა მედია. ჩავატარეთ საჯარო განხილვები, გვქონდა კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი ვენეცის კომისიასთან, პოლიტიკური დებატები ოპოციურ პარტიებთან. ასე რომ ყველა ის მოთხოვნა, რაც დემოკრატიულ-პოლიტიკურ სისტემაში იყო საჭირო შევასრულეთ. ამაზე ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯა. მადლობას ვუხდი საზოგადოების თითოეულ წევრს ინტერესისთვის, ჩართულობისთვის.

ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, პოლიტიკას მთლიანად გადავრთავთ ხალხის საჭიროებებზე და განვაგრძობთ მუშაობას იმ მნიშვნელოვან საკანონდებლო პროექტებზე რომელიც დღის წესრიგშია.

Comments
Loading...