შეხვედრაზე მხარეებმა 27-30 ოქტომბერს დაგეგმილი შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დეტალები განიხილეს, რომელიც ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების ერთ-ერთი საკვანძო მოვლენაა და ხაზს უსვამს საქართველო-შვეიცარიას შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობასა და პარტნიორობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიის ელჩს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კონფლიქტების მოგვარების პროცესში დახმარებისთვის. აღინიშნა შვეიცარიის პოზიტიური ჩართულობა საქართველოში სოფლის მეურნეობის, პროფესიული განათლების, კულტურისა და ხელოვნების, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
The post არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა appeared first on IPRESS.GE.
Comments
Sign in
Sign in
Recover your password.
A password will be e-mailed to you.