- Advertisement -

არჩილ თალაკვაძე: წინა ხელისუფლება ვის მისცემდა შესაძლებლობას, რომ კრიტიკული ტაში დაეკრა?!

608

"წინა ხელისუფლება ვის მისცემდა შესაძლებლობას, რომ კრიტიკული ტაში დაეკრა?!"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ქუთაისში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას განაცხადა.

"ბატონმა სერგიმ (კაპანაძემ) მართებულად გამოთქვა კომპლიმენტი, რომ ამ დარბაზში ისმის განსხვავებული აზრი და ეს არის ძალიან მაგარი. აი ეს არის ზუსტად თქვენი დამსახურება, ეს არის იმის დამსახურება, რომ თქვენ შეცვალეთ ფასადური დემოკრატია რეალური დემოკრატიით. ვინ დაპატიჟებდა წინა ხელისუფლების დროს ამ დარბაზში განსხვავებულ პარტიებს?! ვინ მისცემდა შესაძლებლობას რომ დაესვა კრიტიკული შეკითხვა ან კრიტიკული ტაშიც დაეკრა?! მთავარი ის არის, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არის მისაღები", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Comments
Loading...