- Advertisement -

“არ დავნებდებით”- პარლამენის შენობის წინ აქცია გრძელდება

5

საღამოს 7 საათზე აქცია პარლამენტის წინ ისევ გაიმართება. მათი მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, დროებითი მთავრობის შექმნა და ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება.
“ვაჟა სირაძესთან აქვე ქუჩაში მოვილაპარაკეთ, რომ თუ დიდი რაოდენობით ხალხი მოვიდოდა აქციაზე და თვითდინებით ქუჩა გადაიკეტებოდა, ისინი ამის საშუალებას მოგვცემდნენ,” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ლექსო მაჭავარიანმა.
ამ დროისთვის მთავარ გამზირზე 10-მდე კარავი რჩება. მოთხოვნები უცვლელია, შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
“ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ აქციებს, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ დატოვებს, რუსთაველს გადავაქცევთ კარვების ქალაქად,” – განაცხადა დავით მახარაძემ.

Comments
Loading...