ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

246

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, გორში, ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოიპოვა 12 კუბურ მეტრამდე, წიწვოვანი სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სატვირთო ავტომანქანა დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

Comments
Loading...