- Advertisement -

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მერიასთან აქციას მართავენ

616

თბილისის მერიასთან აუტიზმის მქონე ბავშების მშობლები იკრიბებიან. ისინი საკუთარი შვილების აბილიტაციის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. როგორც ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელმა მარი კორკოტაძემ "აიპრესს" განუცხადა, ის ბავშვები, რომლებიც თბილისში ცხოვრებენ, თუმცა რეგისტრაცია 2015 წლის ივლისის შემდეგ გაიარეს, პროგრამაში ჩართვას ვერ ახერხებენ. 

"ვაპროტესტებთ საკრებულოს დადგენილების იმ ჩანაწერს, რომლის თანახმად, აუტიზმის პროგრამით მხოლოდ ის ბავშვები დაფინანსდებიან, ვინც 2015 წლის პირველ ივლისამდე არიან თბილისში დარეგიტირებულნი. დაახლოებით 36 ბავშვია, ვინც გვიან დარეგისტრირდა თბილისში , ზოგი გადმოეწერა და ზოგი მკვიდრი თბილისელია, უბრალოდ არ იყო დარეგისტრირებული და ვითხოვთ რომ ჩართონ პროგრამაში, რაზეც მერია უარს ამბობს. უარის მიზეზი არის ის, რომ თითქოს თანხები არ არის. ჩვენ კი გავავრცელეთ გუშინ ინფორმაცია, რომ მხოლოდ იანვრის თვეში მილიონ ოთხასი ათასზე მეტი პრემია და დანამატია გაცემული მერიის თანამშრომლებზე, მაშინ როცა ამ პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი არის 2 მილიონი მაქსიმუმ. 

რაც შეეხება რეგიონებს, ეს პროგრამა ზუგდიდში დაიწყო უკვე ერთი წელია, ქუთაისში და ბათუმში საერთოდ არ არსებობს სერვისი, ეხლა იწყებენ მგონი, ძალიან ცოტა ბავშვზეა საუბარი. უბრალოდ, ვინც თბილისშია დაბადებული და გაზრდილი იმ ოჯახებმა რა ქნან, ქუთაისში წავიდნენ საცხოვრებლად თუ ბათუმში, ესენი თბილისში მაცხოვრებლები არიან, ან გადმოწერილები, რომლებიც უკვე აქ მუშაობენ ორი წელია და ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადებს იხდიან. ამ 36 ბავშვს მიხედონ, დაუყონებლივ მოახდინონ ჩართვა პროგრამაში. რეგიონებშიც ასეთი ჩანაწერი არსებობს პროგრამაში, გარკვეული თარიღია და იმ თარიღამდე უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი, ფაქტიურად რომ გადაეწერონ, იქაც ვერ მიიღებენ ამ სერსვისს, მაგალითად ბათუმის პროგრამაში არის ჩანაწერი, რომ პირველ იანვრამდე უნდა იყვნენ ჩაწერილები.

ჩვენ იმედი გვაქვს რომ შეგვხვდება მერი და განვიხილავთ ამ საკითხს, ყველაფერი ცნობილია, კანონის რამდენი მუხლი ირღვევა, ვითხოვთ დაუყონებლივ მერთან შეხვედრას",-განაცხადა მარი კორკოტაძემ. 

Comments
Loading...