მთავრობის ადმინისტრაციასტან აუტიზმის მქონე ბავშების მშობლები საკუთარი შვილების აბილიტაციის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. როგორც "აიპრესს" "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელმა მარი კორკოტაძემ განუცხადა, პროგრამის გარეთ ამ ეტაპზე 10 ბავშვი რჩება. მისივე თქმით, მათ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილის შეხვდა.
"მოვუყევით პრობლემა რაც არის. 36 ბავშვი იყო პროგრამის გარეთ დარჩენილი. აქ არის 4 კეტეგორია, პირველი, ბავშვები, რომლებსაც უბნიდან უბანში გადაწრის გამო რეგისტრაცია შეუწყდა, მეორე კატეგორია არის საზღვარგარეთიდან უკან დაბრუნებული ბავშვები, მესამე სამშბიაროში დედის რეგისტრაციას რომ მიაბეს, თუმცა რეალურად თბილისელია ეს ბავშვი და მეოთხე კატეგორია არის რეგიონებიდან გადმოწერილი ბავშვები. პირველ სამ კატეგორიას აფინანსებენ, რეგიონიდან გადმოწერილ ბავშვებს უარს ეუბნებიან, ასეთი დაახლოებით 10 ბავშვია, მაქსიმუმ 15, ამდენი არც მგონია.
ამ 10 ბავშვზე იყო ასეთი საუბარი, რომ დადგენილებაში შეიტანენ ცვლილებას, იქნება 2 წლიანი ლოდინის რეჟიმი, ანუ რეგისტრაციიდან 2 წლის შემდეგ ჩასვამენ მომლოდინეთა სიაში, იქ სვამენ გაურკვეველი ვადით, შეიძლება ერთი ან ორი წელი მოუწიოთ ასე ყოფნა. ამ ბავშებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დრო, დასაკარგი დრო არ აქვთ, ამიტომ ვითხოვთ, რომ ისინიც დანარჩენებთან ერთად დაფინანსდნენ",-განაცხადა მარი კორკოტაძემ.
მისივე თქმით პრობლემის შესახებ სრული ინფორმაციას არ ჰქონდა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელს. მარიამ კორკოტაძე ამბობს, რომ ნატალია ჯალიაშვილი პრობლემით დაინტერესდა.
"საუბარი იყო რეგიონების განვითარებაზე. ამ შეხვედრიდან ეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სერიოზულად დაიწყება მინისტრების დონეზე ამაზე მუშაობდა, რომ რეგიონებში სერვისები შეიქმნას. ნატალია ჯალიაშვილი ძალიან დაინტერესდა ამ ამბით და ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინა. რა თქმა უნდა ჯანდაცვაც იქნება ჩართული ამაში.
რეალურად ნატალია ჯალიაშვილმა ეს დეტალები არ იცოდა, ჩვენ რომ ვუთხარით რა პრობლემა გვაქვს, სერვის პროვაიდერებთან დაკავშირებითაც, ძალიან დაინტერესდა და გამიჩნდა იმედი, რომ სერიოზულად შეიძება მოხდეს რეგიონებში კადრების გადამზადება და ამ სერვისების შექმნა. ვნახოთ, რა იქნება.
დღეს ველოდებთ პასუხს. მერიას დაუკავშირდებიან, ჩვენ აქ ვართ, კანცელარიასთან, არ ვიშლებით და პასუხი თუ დადებითი იქნება დავიშლებით, თუ არა მშობლები შიმშილობას დაიწყებენ აუცილებლად.
ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ ეს 10 ბავშვი დაფინანსდეს და პარალელურად დავიწყოთ რეგიონებისთვის ზრუნვა, როცა რეგიონებში გაჩნდება სერვისები და დაფინანსება, აღარ მოხდება ის, რისიც მერიას ეშინია, რომ მთელი საქართველო თბილისში ჩამოვა რეგიონებიდან. დღეს გვექნება პასუხი ამ 10 ბავშვის დაფინანსებაზე",-განაცხადა მარიამ კორკოტაძემ.