- Advertisement -

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

567

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ფინანსთა საინისტროსთან აქციას მართავენ. ორგანიზაციის "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელის, მარიამ კორკოტაძის განმარტებით, ისინი ბავშვების პრიორიტეტების მიხედვით დაფინანსების გაუქმებას და ჯანდაცვის სამინისტროსთვის დაფინანსების გამოყოფას მოითხოვენ. 

"12 საათიდან ფინანსთა სამინისტროსთან ვმართავთ აქციას. ჩვენი მოთხოვნაა:
1. გაიზარდოს ბავშვთა ადრეული განვითარების და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამების ბიუჯეტი, იმისათვის რომ ამ პროგრამებში ერთხელ და სამუდამოდ გაუქმდეს პრიორიტეტების მიხედვით ბავშვების დაფინანსება.
2. ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყოს ბიუჯეტი, რომ სწორედ ჯანდაცვამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად დააფინანსოს საქართველოში არსებული ყველა აუტიზმის მქონე ბავშვის თერაპია.
3. შშმ პირთა მზრუნველის ხელფასის დაფინანსება.

ფინანსთა სამინისტრომ დაიბარა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც გამოცხადდნენ ადგილზე, თუმცა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი არც მათ შეხვდა და არც ჩვენ.
როგორც შეგვატყობინეს ამხელა სამინისტროში არავინაა, ვინც შეგვხვდება.

მოგიწოდებთ მშობლებს, რომ დაუყოვნებლივ მოხვიდეთ ფინანსთა სამინისტროსთან, რადგანაც სწორედ ახლა ხდება ბიუჯეტების განსაზღვრა. თუ ახლა არ გაზარდეს ბიუჯეტი, 2018 წელსაც იარსებებს მომლდონეთა სიები და თქვენს შვილს ისევ წაართმევენ ვაუჩერს და აუტიზმის მქონე ბავშვებიც დარჩებიან დაფინანსების გარეშე.

ჩვენ ვრჩებით ადგილზე, მანამ სანამ არ შეგვხვდება ფინანსთა სამინისტროს წარმომადგრნელი, მინიმუმ მინისტრის მოადგილე მაინც",-წერს მარიამ კორკოტაძე სოციალურ ქსელში.

ფოტო აღებულია სოციალური ქსელიდან. 

Comments
Loading...