- Advertisement -

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 9 თვეში180 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს

16

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

“2018 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 177 414  სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:

  • შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 140 454  მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც  რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;
  • პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 35 471 მოქალაქეს;
  • პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 1 489  შეკითხვას.

აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge ან მოგვწეროს ბიუროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა”, – ნათქვამა აღსრულების ეროვნული ბიურო გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...