- Advertisement -

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია

499

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორში დაფრინდა.

მაიკ პენსს აეროპორტში პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დახვდნენ.

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვია.

ხვალ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერმინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა. მოგვიანებით კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება, რითიც მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში დასრულდება.

Comments
Loading...