- Advertisement -

აშშ-ის სამოგზაურო რეკომენდაციებში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაშია

333

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგზაურებისთვის უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა და ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით ოთხ კატეგორიად დაყო. საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.

ჯგუფის ქვეყნებში, რომელშიც საქართველოცაა შეყვანილი, უსაფრთხოების ზომები საკმარისადაა დაცული. პირველ კატეგორიაში ასევე მოხვდა სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრია, შვეიცარია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, კანადა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, გარდა რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინისა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში არ იმოგზაურონ.

"ამ რეგიონებში რუსული ჯარებია მობილიზებული და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების იდენტიფიცირება რთულია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა დაგაპატიმრონ ან დაგაჯარიმონ. რეგიონში აგრეთვე ხშირია თავდასხმის, ძალადობისა და ადამიანების გატაცების ფაქტები. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ვერ შეძლებს ამერიკის მოქალაქეებს ამ რეგიონებში დაეხმაროს", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
 

Comments
Loading...