- Advertisement -

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეშფოთებული ვართ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო

298

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთში (რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია) 22 თებერვალს დააკავეს",- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჰეზერ ნაუერტის მიერ გაკეთებულ განცახდებაშია ნათქვამი.

"ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს მოქალაქეების: ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების გამო. მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას და მათთვის ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის უზრუნველყოფას",- აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს ამ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების დაწვრილებით გამოძიებას.

"აშშ კვლავაც მოუწოდებს ყველა მხარეს, შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ხსენებულ რეგიონში ურთიერთნდობისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით",- ნათქვამია პრესსპიკერის განცხადებაში.

Comments
Loading...