- Advertisement -

აშშ-მა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთის მიერ ოკუპირებულად კანონით აღიარა

573

"აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ის კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება", – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ჩვენი რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი. ეს არის აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითი, რაშიც ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და დიპლომატიის".

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდელო აქტის მიხედვით, აშშ-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, იმ პროგრამების მხარდაჭერა აეკრძალათ, რომელებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს;

აგრეთვე აშშ სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ;- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქვეყნის ბიუჯეტს, რომელიც 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საბიუჯეტო კანონთან ერთად დამტკიცდა საკანონმდებლო აქტი, სადაც საქართველოს შესახებ ცალკე თავშია საუბარი სახელწოდებით "საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია".

Comments
Loading...