აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შესაძლოა პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭოთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებათა პაკეტს უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ახალი ინიციატივა დეპუტატმა გია აბულაძემ დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. ოპონენტებს უპირველესად ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მხარდაჭერის იმედი აქვს.
"აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნლია ადამიანის უფლებთა დაცვის კომისია. რეალურად, მისი მოვალეობაა დაიცვას ადამიანის უფლებები და იმუშაოს ამ მიმართულებით. რეალურად, უამრავი განცხადება შემოდის უმაღლეს საბჭოში. იმის გამო, რომ ჩვენ არ გაგვაჩნბია ამის უფლება, რეაგირებას ვერ ახდენს უმაღლესი საბჭო და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ამ უფლებამოსილების განხორციელება გაუმჯობესდება და უმაღლესი საბჭო დაიცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების უფლებებს – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან "გია აბულაძემ.