- Advertisement -

აჭარის დეპუტაციიდან, საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრაზე თავი ორმა დეპუატატმა შეიკავა

3

მუხრან ვახტანგაძე კი, lX მოწვევის პარლამენტში, ასევე მაჟორიტარული სისტემით მოხვდა. ყოფილ მოჭიდავესა და ოლიმპიურ ჩემპიონს, მუხრან ვახტანგაძეს ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე გინებასა და მუქარაში ადანაშაულებს, რის გამოც ვახტანგაძე პროკურატურამ უკვე დაკითხა, ხოლო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და დადგმული პროვოკაცია უწოდა. მანამდე, ვახტანგაძეს, 2018 წლის 24 მარტს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჯელალ ქიქავა ადანაშაულებდა. სწორედ ამ პერიოდში, ჯელალ ქიქავას სამმა პირმა სცემა, ისინი მოჭიდავეები აღმოჩნდნენ. ქიქავას განცხადებით, მასზე ფიზიკურად ვახტანგაძის დავალებით იძალადეს, რაც თავად დაკავებულმა და გირაოთი გათვისუფლებულმა სპორტსმენებმა უარყვეს. ქიქავა ვახტანგაძეს ზონდერად მოიხსენიებდა, შურისძიებას, სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.
The post აჭარის დეპუტაციიდან, საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრაზე თავი ორმა დეპუატატმა შეიკავა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...