- Advertisement -

“ახალი ერთობის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება

469

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი ერთობა საქართველოსთვის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ვაშკიძემ იუსტიციის სახლთან, კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

"მნიშვნელოვანია სრულიად ახლებურად შევუდგეთ საქმის კეთებას. საქართველოს გერბზე გამოსახულია სიტყვები "ძალა ერთობაშია", მაგრამ რატომღაც ვერ ვახდენთ ამ ერთიანობას. ვერ ვახერხებთ ერთიანობას, სამწუხაროდ ჩვენი მტერი ახლოს არის, რომელიც სარგებლობს ამ დაპირისპირებით. სარგებლობს ამ პრობლემებით და იმით, რომ ჩვენ არ ვართ ერთიანები", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პრეზენტაციაზე. 

Comments
Loading...