- Advertisement -

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნა

326

83 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა ახალი საკონატიტუციო ცვლილებების საყოველთაო- სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის შექმნის შესახებ დადგენილება დაამტკიცა.

პარლამენტის დადგენილებით, ჯგუფში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე- კომისიის თავმჯდომარე;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ირმა ინაშვილი;

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე;

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე;

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი;

ექსპერტი ვასილ გონაშვილი;

ექსპერტი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე თენგიზ შარმანაშვილი;

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში; პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი.

კომისიის შემადგენლობაში არ იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, მათ პროცესში ჩართვაზე უარი პროტესტის ნიშნად თქვეს.

საყოველთაო-სახალხო განხილვები 1 თვის განმავლობაში გაიმართება.
 

Comments
Loading...