- Advertisement -

ბადრი ჯაფარიძე: გიდასტურებთ, რომ წერილთან დაკავშირებით შუამავალი არ ყოფილა

16

მან უპასუხოდ დატოვა კითხვა, გადასცა თუ არა პირადად მას წერილი გიორგი გახარიამ. 

“ეს არის გამოძიების დასადგენი დეტალები. რაც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სრული სიმართლეა”, – თქვა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე – “თქვენ თქვით მნიშვნელოვანი დეტალი, რომ შუამავალი არ ყოფილა. ანუ, ეს წერილი მიიღეთ თქვენ, ან ბატონმა მამუკამ. ხელში გადმოგცათ ან გიორგი გახარიამ, ან ხელისუფლების რომელიმე სხვა წარმომადგენელმა”.

კითხვას ბადრი ჯაფარიძე ასე პასუხობს:
“თავიდანვე არასწორად იყო წარმოჩენილი საკითხი ე. წ. შუამავლის შესახებ. გიდასტურებთ, რომ შუამავალი არ ყოფილა”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

The post ბადრი ჯაფარიძე: გიდასტურებთ, რომ წერილთან დაკავშირებით შუამავალი არ ყოფილა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...