- Advertisement -

“ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებისთვის მერიის სარეზერვო ფონდი მილიონ ლარს გამოყოფს

611

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც ,,ბავშვთა სამყაროს’’

ხანძრის შედეგად დაზალებულებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის მიზნით მერიის სარეზერვო ფონდი 1 მილიონი ლარით იზრდება. აღნიშნულ საკითხთან ერთად დეპუტატებმა ბიუჯეტში შესატანი სხვა ცვლილებებიც განიხილეს და მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის – გაიოზ თალაკვაძის მიერ წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ერთჯერადი დახმარების სახით ერთჯერადად 3000 ლარს მიიღებენ. დაზარალებულთა რაოდენობა 345 ადამიანით განისაზღვრა. 

დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს.

ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ საკითხსაც, რომელიც მოსახლეობის თხოვნით დიდი დიღმის IV მიკრორაიონის კორპუსი N29-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას შეეხებოდა.
რიგგარეშე სხდომას, რომელსაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობდა, თბილისის მთავრობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...