ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოსთან სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი. ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე კი საუნივერსიტეტო საავადმყოფოში.
დღესვე საავადმყოფო " მედინას" მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი მანქანა ხეს შეეჯახა, დაშავებულია მძღოლი, რომელიც "მედინაშია" გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით ორივე შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.