- Advertisement -

ბათუმის პორტთან ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

384

 

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცს ქუჩის გადაკვეთისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოქალაქე თავის დაზიანებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-მ საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...