- Advertisement -

ბათუმის საიმიჯო ვიდეორგოლები BBC-სა და NBC-ის ეთერში გადის (ვიდეო)

419

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი "მე ვარ ბათუმი" გადაიღო. ამჯერად, კლიპი მხოლოდ ბათუმსა და ბათუმელებზეა, სადაც სრულადაა ასახული ქალაქისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშან-თვისებები. ვიდეორგოლი აჭარის სხვა ახალ საიმიჯო კლიპებთან ერთად უკვე ევრონიუსის ეთერში ტრიალებს.

ბათუმის ვიდეორგოლი "მე ვარ ბათუმი" სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს ჯამში, რეგიონის 3 საიმიჯო ვიდეოკლიპი გადაიღო. აქედან ერთი "მწვანე აჭარა" მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დამზადდა, რომელიც ასევე კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო. კლიპი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული პიარკამპანიის გაგრძელებაა, რომლითაც დეპარტამენტი რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს ზღვაზე დასვენების გარდა ეროვნულ პარკებში, დაცულ ტერიტორიებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე სამოგზაუროდ ეპატიჟება.

რაც შეეხება მესამე კლიპს "აჭარის ფერები" იგი კომპანია JWT METRO-მ გადაიღო.  კლიპში წარმოდგენილია ტურისტის თვალით დანახული აჭარა, თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და შესაძლებლობებით.

მთლიანობაში, ამ ეტაპისთვის 3 ვიდეორგოლია გადაღებული, რომლებსაც შიდა და უცხოელი ტურისტები სოციალური ქსელებისა და ტელევიზიების მეშვეობით ნახავენ. რეკლამირება მსოფლიოს 16 ქვეყანაში, სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებით ხორციელდება. მათ შორისაა ვიდეორგოლების გაშვება სამიზნე ქვეყნებში პოპულარულ ტელეკომპანიებში ევრონიუსზე, BBC-სა და NBC-ის ეთერში.

Comments
Loading...