- Advertisement -

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

409

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თურქეთის მოქალაქე ს.შ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თურქეთის მოქალაქე ს.შ.-მ უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ასევე თურქეთის მოქალაქე, მ.გ.-ს მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. ბრალდებული ს.შ. სამართალდამცველებმა 2016 წლის 12 დეკემბერს ქ. ბათუმში დააკავეს. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.შ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

Comments
Loading...