ბათუმში ურეხის დასახლებაში გაზგასამართ სადგურზე ხანძარია. რამდენიმე წუთის წინ მოსახლეობამ აფეთქების ხმა გაიგო.
"ძლიერი აფეთქების ხმა იყო, შეშინებულები გამოვცვივდით. გვეგონა აფეთქება სახლში მოხდა. ახლაც დაბნეულები ვართ, სახანძრო მალევე მოვიდა" – აცხადებს "აიპრესთან" საუბრისას ურეხის დასახლებაში მცხოვრები თამთა შაინიძე.
შსს-ში "აიპრესს" განუცხადეს, რომ გამოძიებას მუხლი ჯერ მინიჭებული არ აქვს და გაზგასამართ სადგურზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.