- Advertisement -

ბათუმში, კაფე-ბარსა და სასტუმროში პროსტიტუციისთვის ფართის დათმობისთვის 1 პირი ამხილეს

332

ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 1964 წელს დაბადებული რ.შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა ბარსა და სასტუმროში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით)", – ნათქვამია შსს გავრცელებულ განცხადებაში .

Comments
Loading...