- Advertisement -

ბათუმში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

143

26 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი ბათუმში დამოუკიდებლობის კვირეულით აღინიშნება.
მიმდინარე კვირის განმავლობაში ბათუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

დღეს ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო და სეზონური მცენარეებით სიმბოლურად ციფრი 100 ააწყვეს. კვირის განმავლობაში ქალაქში 100 ხე დაირგვება.

15 მაისს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რამდენიმე საბავშვო ბაღის ეზოს თემატურად მოხატავენ. 16 მაისს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ფილმის ჩვენება მოეწყობა, 17 მაისს კი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საცავში დაცული წიგნების გამოფენა მოეწყობა და ფლეშმობი გაიმართება.

18 მაისს ბათუმის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართება.

Comments
Loading...