ბათუმში, საბაგიროსთან 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცს სრულწლოვანი შვილი ახლდა, რომელიც ამბობს, რომ მამამისი ავადმყოფობდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
შსს-ში გამოძიება სსკი-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.