- Advertisement -

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

535

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ბინაში 2 გარდაცვლილი ახალგაზრდა იპოვეს,- ამის შესახებ აჭარიდან "აიპრესის" კორესპონდენტი იუწყება.

ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ბინაში 2 გარდაცვლილი ახალგაზრდა იპოვეს. დაახლოებით 18 წლის ასაკის ბიჭები მეცხრე სართულზე ბინაში აღმოაჩინეს.

"ჩვენ, გამოგვიძახეს ერთი საათის წინ. ბიჭები გარდაცვლილები დაგვხვდა. სავარაუდოდ რამდენიმე დღის მიცვალებულები არიან. ჩვენი მისვლისას კრიმინალური პოლიცია უკვე მუშაობდა, არ ვიცით აღენიშნებოდა თუ არა ცხედრებს სხეულზე დაზიანებები. " – აცხადებს "აიპრესთან" საუბრისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძე. 

შსს-ს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...