- Advertisement -

ბათუმში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

509

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე "აიპრესთან" ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით, რომელიც  სამხარაულის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს, სულ რამდენიმე დღეში,  ბათუმის ცენტრალური სტადიონის გარევიზიებული საბოლოო პროექტი იქნება მზად. 

 ზურაბ პატარაძე: "ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ჩვენ ამ პროექტს მივიღებთ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება, ერთად ვიზეიმოთ ამ პროექტის დაწყება." 

სტადიონის პროექტი ამ ეტაპზე გადის აეროდინამიკულ და გეოფიზიკურ ადაპტაციას ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

Comments
Loading...