კავშირ საფარის აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით, პროსტიტუცია ჩაგვრა და ადამიანის სხეულის ექსპლუატაციაა. აღნიშნულ საკითხზე მან "მძიმე კაცთან" ისაუბრა. როგორც პატარაიამ განაცხადა, საქართველოში უმუშევრობის პრობლემაა და თუ ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს შეისწავლიან შესაძლოა გაჩნდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით აქვთ თუ არა მათ სხვა არჩევანი.
"არსებობს ბევრი მიდგომა, ერთი მიდგომაა ასეთი, რომ ეს ქალები თვითონ წყვეტენ რით დაკავდნენ და ეს არის ჩვეულბრივი საქმიანობა, შესაბამისად მათ ამის უფლება უნდა ჰქონდეთ და სჯობს, ეს დარეგულირებული იყოს, იმიტომ რომ დარეგულირებულ ვითარებაში უფრო დაცული იქნება ქალი, -არის ასეთი დამოკიდებულებაც. არის მეორე დამოკიდებულება და მე ამ მეორე დამოკიდებულებას რეალურად უფრო ვიზიარებ როგორც ფეინისტი, რომ სექსუალური მომსახურებები ჩაგვრაა, ეს არის ექსპლუატაცია ადამიანის სხეულის ნებისმიერ ვარიანტში, გადაუხდი შენ მას ამაში ფულს თუ არ გადაუხდი, მაინც ეს ქალის სხეულის გამოყენება, როგორც ობიექტის, როგორც ჭიქის დავუშვათ, იმ დონის გამოყენება არის სხეულისა.
მივდვართ ისევ იქამდე, ეს არის თუ არა ქალის რეალური არჩევანი. ჩვენთან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ თუ არ უნდა სამსახური, აი მაგალითად მუშაობს ხომ სადღაც, სადაც 300 ლარსაც უკავებენ, იმასაც არ უხდიან, 10-ჯერ მეტს ამუშავებენ, ვიდრე კონტრაქტში უწერია, ან საერთოდ კონტრაქტს არ უფორმებენ, წავიდეს სხვაგან, სად უნდა წავიდეს? ჩვენი ქვეყანა იმდენად გაჭირვებულია, იმდენად მაღალია უმუშევრობა, რომ ის 300 ლარი არის სანატრელი. ჩვენ თუ შევისწავლით ინდივდუალურად მათ ვინც სექს-მუშაკობით კავდება, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდება, აქვთ კი მათ სხვა არჩევანი?
ელიტარულ პროსტიტუციაზე თუ ვისაუბრებთ, სადაც საათში, თუ სეანსში 400 და 500 დოლარს იღებენ, სინამდვილეში მათი რიცხვი ძალიან პატარაა და ეს არც არის რასაც ჩვენ პროსტიტუციას ვეძახით, მისი კლასიკური ფორმა არ არის. ყოველთვის საინტერესოა ასეთი ცხოვრების სტილს და ქცევას რა აიძულებთ",-განაცხადა ბაია პატარაიამ.
მისივე თქმით, სკნადინავიის ქვეყნებში, სადაც გენდერული თანასწორობის კუთხით კარგი მდგომარეობაა, პროსტიტუციის შემთხვევებში ის ადამიანები ისჯებიან, რომლებიც ამ მომსახურებას ყიდულობენ. ,
ჩვენთან ისჯება და ოღონდ როგორ ისჯება-ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის, ჯარიმა, მაგრამ ისჯება სექს-მუშაკი და არა მომხმარებელი, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ჩვენ რომ ვალაპარაკობთ სკანდინავის ქვეყნებზე, იქ ისჯება მომხმარებელი, ის ვინც ამაში ფულს იღებს, ექსპლუატაციას აკეთებს, ის ვინც ამით სარგებლობს და არა ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სხეულს ფასს ადებს, იმიტომ რომ ვინც ყიდულობს მათ შეკავებას ცდილობენ და არ სჯის იმ ადამიანებს, ვინც ასე ცხოვრობს, იმიტომ რომ შეიძლება ფიზიკური, მატერიალური, ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდეთ, რატომაც მისი არჩევანი ფორმირდება",-განაცხადა ბაია პატარაიამ.