- Advertisement -

ბაია პატარაია: ქართველ კაცებს ვეტყოდი, რომ ფემინიზმი არ არის სიკეთე მხოლოდ ქალებისთვის

713

"ქართველ კაცებს ვეტყოდი იმას, რომ რეალურად ფემინიზმი და ქალთა გაძლიერება მათთვისაც ძალიან კარგია და ეს არ არის სიკეთე, რომელიც მარტო ქალებს მოუტანს რაღაცას",-ამის შესახებ კავშირ "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ "მძიმე კაცთან" განაცხადა. 

ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ პატრიარქატის წნეხს კაცებიც განიცდიან, ხოლო ქალის გაძლიერებით ამისგან ისინიც გათავისუფლდებიან. 

"რეალურად, როცა ქალი ძლიერია, ის ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას ინაწილებს, მათ შორის, მატერიალურ პასუხისმგებლობასაც, ოჯახის შენახვა რასაც ქვია, ეხმარება ძალიან ბევრ რამეში და კაცების განთავისუფლებაც არის ძლიერი ქალი, იმიტომ რომ როცა ქალს ეუბნები, რომ უნდა იყოს მორჩილი და სუსტი, შენ კაცს აიძულებ, რომ იყოს ძლიერი, გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ ადამიანები ასე ხომ არ არიან. მართლა სქესის ნიშნით ჩვენ ხომ არ ვიყოფით. თუ ქალი გაძლიერდება, კაცის განთავისუფლება მოხდება იმისგან, რომ კაცმა არ უნდა იტიროს, რომ კაცმა აუცილებლად ფული უნდა შემოიტანოს, რომ კაცმა უნდა მოაგვაროს ის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ცხოვრებაში წარმოიშვება, მაშინ ამ პატრიარქატის წნეხისგან კაცებიც გათავისუფლდებიან და არა მარტო ქალები. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია ორივესთვის და ეს რომ არ დაავიწყდეთ, ამას ვეტყოდი",-განაცხადა ბაია პატარაიამ. 

Comments
Loading...