- Advertisement -

ბარამიძე ლევან ვასაძეზე: ამ კაცს ყველაფერი ეპატიება, ცხადია ივანიშვილს რაღაცით აშანტაჯებს

1

“პერსონალურად ლევან ვასაძის ქცევაში დიდიხანია რაც შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. მათ შორის ორგანიზებული ძალადობის.
რატომღაც ამ კაცს ყველაფერი ეპატიება. რატომ ეპატიება? ცხადია რაღაც შეთანხმება არსებობს. ვასაძის ეს განცხადებაც ამას მოწმობს, ამ განხადების გარეშეც ცხადი იყო. ცხადია რომ ვასაძე ივანიშვილს რაღაცით აშანტაჯებს, თუნდაც ვასაძის და მისნაირი ხალის პარლამენტში მოსვლა.”,-ამბობა ალექსანდრე ბარამიძე.
შეგახსენებთ, გუშინ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ გასული წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილი მივიდა მასთან სახლში წინადადებით და სათხოვარით და შემდეგ ამაზე საუბარი გაგრძელდა მეორე შეხვედრაზე, რომელიც მალევე, უკვე ბიძინა ივანიშვილის სახლში გაიმართა.
ვასაძე განმარტავს, რომ საუბრის შინაარსზე არაფერს იტყვის, თუმცა აღნიშნავს, რომ იყო შეთანხმება, მასსა და ივანიშვილს შორის, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროებულიყო.
The post ბარამიძე ლევან ვასაძეზე: ამ კაცს ყველაფერი ეპატიება, ცხადია ივანიშვილს რაღაცით აშანტაჯებს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...