- Advertisement -

ბარამიძე: შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სექსუალურ შევიწროვებაზე ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდეს

587

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ფიქრობს, რომ სექსუალურ შევიწროვებაზე სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს. ამ ნორმის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გათვალისწინებაზე კი, შეიძლება იმსჯელონ.

„სექსუალური შევიწროვების საკითხი კანონპროექტების დამუშავების პროცესში არაერთხელ გამხდარა დიალოგის და მსჯელობის საგანი. 

კონვენციის შესაბამის მუხლში ნათქვამია, რომ ამაზე სისხლის სამართლებრივი ან სხვა სანქციები უნდა გატარდეს, ეს ნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად გამოცხადება ამგვარი ქმედების სავალდებულო არ არის. სხვა სანქციებში, ვვარაუდობ, რომ უნდა იგულისხმებოდეს, მათ შორის სამოქალაქო სამართლებრივიც, თუ ამას დააწესებს სასამართლო. სამოქალაქო სამართლებრივი, ასე ვთქვათ, პასუხის დაკისრება, სასამართლოს შეუძლია შრომის კოდექსიდან გამომდინარე. „შრომის კოდექსის“ შესაბამის მუხლში ჩვენ გვაქვს რაღაც ამგვარი, ასევე „გენდერული თანასწორობის“ კანონში, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო წესით, ამგვარი ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია, ამგვარი ქმედების ჩამდენისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობაც არის კანონმდებლობით გათვალისიწნებული, საკმარისია თუ არა ეს, ეს სხვა საკითხია. 

ჩემი აზრით სისხლის სამართლებრივამდე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეთ, ადმინისტრაციულამდე შეგვიძლია წავიდეთ, მაგრამ ამაზეც შეგვიძლია გავაგრძლოთ მსჯელობა. კიდევ ვიმსჯლეოთ იმაზე, რომ მაგალითად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გავითვალისწინოთ თუ არა ამგვარი, ნორმის შემაგდენლობაზე რა თქმა უნდა სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. ისე არ მოხდეს, მაგალითად ქალს კარს რომ გამოუღებ და ჟესტით შესთავაზებ, გაიაროს, უცბად ვიღაცამ არ გაიფიქროს, რომ ამით რაღაცას დავეძებ მე“, – აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ. 

Comments
Loading...