- Advertisement -

ბატიაშვილი: განათლების სფეროში 5-ვე საფეხურზე რეფორმების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ

198

"განათლების სფეროში 5-ვე საფეხურზე რეფორმების მიმართულებით მუშაობა საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ. რეფორმები იგეგმება, რომელიც წარმოდგენილი შემოდგომაზე იქნება” ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ეკა ბესელიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ეს რეფორმები მართლაც მნიშვნელოვანი იქნება განათლების მიმართულების ყველა საფეხურზე, კონკრეტული ნაბიჯებით და შედეგებით, რომელიც დროში უნდა მოიტანოს. დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განვიხილეთ, რომელიც სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით გასატარებელ რეფორმას ეხება.

ჩვენი სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან ასევე ძალიან მნიშვნელოვნად პარლამენტთან ითანამშრომლებს, რომ რეფორმები რომელიც დაიდება იყოს შედეგებზე ორიენტირებული, კონკრეტული და ყველა მიმართულებით რადიკალური, რომელიც მთლიანი სისტემისთვის კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება.

სამინისტროში ამჟამად მუშაობა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. სკოლმდელი, სკოლის, უმაღლესის, მეცნიერების, კონცეფცია ყველა მიმართულებით იწერება, რომელიც ცნობილი პირველ რიგში თქვენთვის გახდება. რას მოიცავს, კონკრეტულ ვადებში რა უნდა მივიღოთ. ნათლად ჩამოყალიბებული ხედვა გვქონდეს რა დროში რას ვაღწევთ. “

Comments
Loading...