- Advertisement -

ბაქრაძე: მივმართავ “ქართულ ოცნებას”, ნუ გაიხდით საქმეს ისე, რომ ბოლოს სანანებელი გახდეს

435

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო საკონსტიტუციო ცვლილებების თემას, როგორც თქვენთვის ცნობილია ევროპული საქართველო გამოვიდა ინიციატივით ჩატარებულიყო პლებისციტი და გაგვეგო ხალხის აზრი, რას ფიქრობს ხალხი შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა პლებისციტის მხარდაჭერაზე 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.

"ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ 100 ათას ოჯახში, ჩვენ შევაგროვეთ 100 ათასი ხელმოწერა და მიგვაჩნია რომ სწორედ ეს 100 ათასი ხელმოწერა ასახავს ქართველი ხალხის აზრს და არა ის იმიტირებული პროცესი, რომელსაც დღეს მართავს „ქართული ოცნება“ დარბაზებში, საკუთარი აქტივისტების, გამგეობის თანამშრომლებით და ნათესავების მეშვეობით.

ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას და როგორც კი პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტის შიგნით და როგორც კი განხილვები გაგრძელბდება პარლამენტში ჩვენ ამ 100 ათას ხელმოწერას და უფრო მეტსაც მივიტანთ პარლამენტში და შემდეგ იქნება „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი გააგრძელებენ ისინი ყველას აზრის იგნორირებას თუ დაემორჩილებიან ხალხის ნებას.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქართულ ოცნებას, კონსტიტუცია არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი, კონსტიტუცია არის საფუძველი მომავალი სტაბილურობის. სტაბილურობას ჭირდება, რომ კონსტიტუციას ეთანხმებოდეს საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მოქმედი ინსტიტუტები. დღევანდელ შემოთავაზებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ინსტიტუტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობოები, პრეზიდენტი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამიტომ ამ კონსტიტუციის მიღება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მომავალი სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ოცნებას ნუ გაიხდით საქმეს ისე, რომ ბოლოს სანანებელი გახდეს. დავეკითხოთ ხალხს, ჩავატაროთ პლებისციტი და რასაც გადაწყვეტს ხალხი დავემორჩილოთ ყველა პოლიტიკური პარტია. ეს არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან როდესაც ნათლად ჩანს, რომ ერთ მხარეს იმყოფება ქართული ოცნება და მეორე მხარეს იმყოფება მთელი დანარჩენი საზოგადოება",-აცხადებს დავით ბაქრაძე. 

Comments
Loading...