- Advertisement -

ბაქრაძე: ფაშიზმე გამარჯვების ზეიმი თანამედროვე რუსული პოლიტიკის ზეიმად არ უნდა იქცეს

523

"გამარჯვების ზეიმი და ფაშიზმზე ბრძოლა არ უნდა გადაიქცეს თანამედროვე რუსული პოლიტიკის ზეიმად",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსკოვის ყოფილი მერის და რუსი ბაიკერების საქართველოში შემოსვლასტან დაკავშირებით განაცხადა.

„გამარჯვების ზეიმი არ უნდა გადაიქცეს იმ ადამიანების ზეიმად, ვინც აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ოკუპაციას, ვინც პირადად მონაწილეობდა ცხინვალში ქართული სოფლების ნანგრევებზე რუსული სამხედრო ქალაქის შენებაში. ეს არის რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ შეზღუდული და ასეთ ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება დათარეშობდნენ საქართველოში და გამარჯვების ზეიმს, ჩვენი წინა თაობების ნაბრძოლს, ნაღვაწს წყალში ყრიდნენ იმით, რომ დღეს უწევდნენ პროპაგანდას თანამედროვე რუსულ იმპერიალიზმს. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და სამწუხაროდ, ისე, როგორც სხვა სფეროში აქაც ვხედავთ, რომ არ დგას სათანადო სიმაღლეზე და არ დგამს აუციელებელ ნაბიჯებს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Comments
Loading...