- Advertisement -

ბაქრაძე: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ 2020 წლის არჩევნები დღეს ყალბდება

0

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია იქნება მკვეთრი და რადიკალური.
„ყველას, ვისაც აწუხებს ამ ქვეყნის მომავალი, ქვეყნის სტაბილურობა, ყველას, ვისაც აწუხებს, როგორ პირობებში იცხოვრებს მისი ოჯახი და მისი შვილების მომავალი ოთხი და კიდევ ბევრი წლის განმავლობაში, უნდა ესმოდეს, რომ გადამწყვეტი მომენტი დადგა ახლა. თუ „ოცნებას“ მივეცით საშუალება, გაიტანოს ეს სისტემა, თუ „ოცნებას“ მივეცით საშუალება, დღესვე გვითხრას, რომ დიახ, თქვენი გვერდის ავლით მე მოვიგებ 2020 არჩევნებს, საქართველოს მომავლის პერსპექტივა აღარ ექნება. ამიტომ ჩვენი პოზიცია შექმნილ ვითარებაში იქნება ძალიან მკვეთრი და რადიკალური. ივანიშვილმა პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკურ პარტიებს სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღევანდელი, არსებული სისტემით არჩევნების ჩატარების და გამარჯვების შესაძლებლობა არ მივცეთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე განმარტებით, პარლამენტთან დაგეგმილი აქცია არ იმართება პოლიტიკური სისტემის ან პოლიტიკური პარტიების დასაცავად.
„დღეს პარლამენტთან მივდივართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი ცხოვრება, ჩვენი მომავალი, რომ უარი ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც შეგვიყვანა სიღარიბეში და უბედურებაში. ჩვენ „ევროპული საქართველო“ მთელი შემადგენლობით ვიქნებით წარმოდგენილი საპროტესტო აქციაზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.
The post ბაქრაძე: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ 2020 წლის არჩევნები დღეს ყალბდება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...