- Advertisement -

ბაქრაძე: 20 ივნისის შემდეგ, “ოცნებას” დემოკრატიაზე საკეკლუცო არაფერი აქვს!

8

“გამოხატვის და დემოკრატიის თაობაზე თავის მოწონება დასრულდა 20 ივნისს, ამის შემდეგ თავის მოსაწონებელი და საკეკლუცო “ქართულ ოცნებას” არაფერი აქვს.
გარდა იმისა რაც 20 ივნისს მოხდა, კიდევ უარესია რაც დღეს ხდება, როდესაც პატარა გოგოს, მაკო გომურს რომელსაც თვალი გამოთხარეს დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ. რა სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ?! სირცხვილია, სამარცხვინოა მათი ეს განცხადება, ადამიანმა თვალი დაკარგა, რა სამართლიანი საფუძველი უნდა ჰქონდეთ, თავი უნდა მოჭრას მაინც და მაინც ვიღაცას, დაზარალებულად რომ გამოცხადდეს?”,-ამბობს დავით ბაქრაძე.
The post ბაქრაძე: 20 ივნისის შემდეგ, “ოცნებას” დემოკრატიაზე საკეკლუცო არაფერი აქვს! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...