- Advertisement -

“ბახალას” ახალი ბრალი წარუდგინეს

236

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც ამჟამად ბრალდებულია, ბრალი დაუმძიმდა.

გამომძიებელი მასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნ, ახალი ბრალის წარდგენას მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილის ადცოკატი გიორგი მახარაძე ესწრებოდა. 

შსს-ს ინფორმაციით "ბახალას" ირაკლი ქორიძესთან ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინეს ბრალი.

შეგახსენებთ, 2018 წლის 23 იანვარს  თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, 2017 წლის 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს ("ბახალას") აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 20 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" პუნქტით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თუმცა, "ბახალა" პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, რის გამოც მთავარ პროკურატურაში პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია.

 


 

Comments
Loading...