- Advertisement -

ბახტაძე: ახალი საგადასახადო ინიციატივა წარმოადგენს მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენას

318

ახალი საგადასახადო ინიციატივა აყალიბებს უპრეცედენტო შეღავათიან რეჟიმს მცირე მეწარმეებისთვის, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, აღნიშნული რეფორმა საქართველოს მთავრობამ, კერძოდ ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში შეიმუშავა. 

„აღნიშნული ინციატივა წარმოადგენს მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენას და ის სრულად მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, სულ 120,000 ათას ფიზიკურ პირს და მათ უკან მდგომ ადამიანებს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რათა მივაღწიეთ საქართველოში ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვიცვათ მოსახლეობის ყველა ფენა.

Comments
Loading...