- Advertisement -

ბახტაძე: ვეცდებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზი 2 თვეში სატვირთო მატარებლის გასატარებლად მზად იყოს

352

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 თვეში სატვირთო მატარებლის გასატარებლად მზად იქნება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ კარწახში ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება სამგზავრო გადაყვანებს, ბახტაძის თქმით, ამას კიდევ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება და ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვა.

"ბევრ კლიენტთან გვაქვს ურთიერთობა, რომელიც მზადაა, რომ საზღვაოდან ჩვენს ახალ მარშრუტზე გადმოერთოს და შესაბამისად, ამოცანა დგას ასე, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სატვირთო გადაზიდვები. ჩვენ შევეცდებით ჩვენს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, რომ 2 თვეში მივიღოთ პირველი სატვირთო მატარებელი",-აღნიშნა ბახტაძემ.

Comments
Loading...