ბახტაძე: კულტურა, სპორტი, განათლება – ეს მერხიდან და საბავშვო ბაღიდან უნდა იწყებოდეს

163

"ჩვენმა განათლების სისტემამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში განიცადა სრული კოლაფსი", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სისტემა, მხოლოდ განათლების მიღების მექანიზმი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანის შესაბამის ღირებულებებს ქმნის და იზიარებს, "სადაც ის საზოგადოებაში ცხოვრების პრაქტიკას ეცნობა".

"ჩვენ ამ სივრცეში მოგვივიდა სრული კოლაფსი. რა თქმა უნდა როდესაც არსებობს ვაკუუმი, ეს შეიძლება შეავსოს სრულიად სხვა რაღცამ. რაც შეეხება ადამიანური კაპიტალის შექმნას, ეს მიმართულებები უნდა გავაერთიანოთ, რომ ეს მოექცეს ერთიანი სტრატეგიის ქვეშ.

ეს გახდა ერთ-ერთი არგუმენტი, იმისა რომ განათლებისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროები გაგვეერთიანებინა.

კულტურა, სპორტი , განათლება, ეს მერხიდან და საბავშვო ბაღიდან უნდა იწყებოდეს, ეს შექმნის სწორედ ადამიანურ კაპიტალს, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო გახხდება კონკურენტუნარიანი 21-ე საუკუნეში. ადამიანური კაპტალის ინდექსი – ეს კომპონენტი უნდა გავზარდოთ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში და რაც მთავარია მიზანმიმართული სტრატეგიით", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

Comments
Loading...