ბახტაძე პურის ფასის ზრდაზე: შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან 

53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შესაბამის პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და შესაბამის ორგანოებს ვითარების უმოკლეს ვადებში შესწავლისკენ მოუწოდებს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან, რაც დაუშვებელია.

„მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის საშუალებას ვერავის მივცემთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Comments
Loading...