ბელორუსის ვერტმფრენი მი 26 უკვე კოპიტნარშია და მალევე ჩაერთვება სამუშაოებში.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 7 ვერტმფრენი ჩაერთვება. ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 06:00 საათამდე შეაჩერეს.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს ბელარუსიც დაეხმარება, საიდანაც ვერტმფრენი უკვე გამოფრინდა და უკვე კოპიტნარშია.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული, ორი თურქული და ერთი აზერბაიჯანული ვერმფრენია ჩართული.