- Advertisement -

ბერაია: ზურაბიშვილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ყველა ბერკეტს გამოიყენებს

19

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამა სენაკში, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა.

“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი, ქართული კულტურის და ტრადიციების დესპანი ევროპაში, მთელს მსოფლიოში. ის იქნება პრეზიდენტი არა გადამეტებული ძალაუფლებით, არამედ იქნება პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებობით, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ხიდი საქართველოს და მთელ მსოფლიოს ხიდი, საქართველოს და ევროპას შორის.

ქალაბტონი სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მის უნარებს, მის გამოცდილებას, კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის ხელშეწყობისთვის. ის იქნება ჩვენი აფახაზი და ჩვენი ოსი თანამემამულეების და თანამოქალაქეების პრეზიდენტი. სწორედ ამიტომ ამ თვისებების გათვალისწინებით ქალბატონი სალომე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი”,  – გაანაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

Comments
Loading...