- Advertisement -

ბერაია: თუ დადგება საკითხი, მე დავტოვებ არა უმრავლესობას, არამედ -მანდატს

20

​”მხარს არ დავუჭერ ამ კანონპროექტს. თუ ამის შემდეგ დადგება საკითხი, ჩემი უმრავლესობიდან გასვლის შესახებ, მე დავტოვებ არა უმრავლესობას, არამედ – მანდატს. თუმცა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიყოთ თავისუფალი. მაქვს დიდი სურვილი რომ კანონპროექტი ჩავარდეს. ვფიქრობ ვართ საკმარისი რაოდენობა შეგროვდება” განაცხადა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეკითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების პოზიციიდან გადარწმუნება, დაჩი ბერაიამ განმარტა, რომ მისი არგუმენტები მყარი იყო.
“რას ნიშნავს, ვერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება. ჩემი არგუმენტები იყო ჩემთან, ბიძინა ივანიშვილის არგუმენტები იყოს მასთან. ჩემი არგუმენტები უფრო მყარი იყო ჩემთვის. ეს არ იქნება კოლექტიური კენჭისყრა, არამედ ეს იქნება თავისუფალი კენჭისყრა და შედეგს ყველა ვნახავთ”- განაცხადა დაჩი ბერაიამ.
The post ბერაია: თუ დადგება საკითხი, მე დავტოვებ არა უმრავლესობას, არამედ -მანდატს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...