- Advertisement -

ბერაია “საერთაშორისო გამჭვირვალობაზე”: ჩემთვის არ დაურეკავთ და ბოდიში არ მოუხდიათ

72

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია მისივე კოლეგის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

“მსგავსი შეცდომა იყო ჩემთან დაკავშირებითაც. ჩემს მეუღლეზეც მიუთითეს, რომ საჯარო სექტორში მუშაობს. მე და ჩემი მეუღლე 13 წელია უკვე ცოლ-ქმარი ვართ და სანამ დავქორწინდებოდით, მანამდეც ბანკში მუშაობდა და დღემდე უწყვეტად ბანკში მუშაობს. ჩემთვის არ დაურეკავთ და ბოდიში არ მოუხდიათ ბატონი დიმიტრისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ მე მათ ამ შეცდომის შესახებ მივუთითე. იმედი მაქვს, მონახავენ გონივრულ ფორმას თავიანთი შეცდომის გამოსწორების, ვარ მოლოდინის რეჟიმში, რომ თავისი უგუნური საქციელი გამოასწორონ” – განაცხადადაჩი ბერაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძე „გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას – „თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში“ გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ დიმიტრი ხუნდაძის მეუღლე საჯარო სამსახურში მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს.
„ეს არის აბსოლუტურად ტყუილი, არც ერთ თეთრს, ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან, იმიტომ, რომ იქ არ მუშაობს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაშვებული შეცდომა აღიარა და მას ბოდიშიც მოუხადეს.
„რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ზარი გამჭვირვალობიდან, პროექტის ხელმძღვანელი იყო თუ არ ვცდები და ბოდიში მოიხადა, იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. არც თუ ისე იშვიათად ხდება გამიზნულად საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია, კონკრეტულად დეპუტატების. ახლა ახლოვდება არჩევნები და დარტყმის ობიექტი ვიქნებით ჩვენ. ეს არ წაადგება არავის და არაფერს. არ წაადგება იმ ხალხსაც, რომლის წინაშეც დეპუტატები გინდათ რომ გამოიყვანოთ მხოლოდ საკუთარ თავზე მაზრუნალნი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
The post ბერაია “საერთაშორისო გამჭვირვალობაზე”: ჩემთვის არ დაურეკავთ და ბოდიში არ მოუხდიათ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...