- Advertisement -

ბერძენიშვილი: აღარ არსებობს სააკაშვილის რუსთავი 2, არსებობს მისი ერთი დამცრობილი პარტია

887

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული" საქართველოს მიერ აღებული ხმების ჯამი აღარ იქნება იმდენივე, რამდენიც მათ ერთიანობის დროს, საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ. ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. 

"ბიძინა ივანიშვილი დარჩა წარსულში, მას გონია, რომ დღესაც მიხეილ სააკაშვილისგან და რუსთავი 2-სგან უნდა შექმნას მტრის ხატი, ამ დროს ვითარება ახლა შეცვლილია, მიხეილ სააკაშვილი არის ერთი ექვსკაციანი ფრაქციის ამარა საქართველოს პარლამენტში დარჩენილი და რამდენიც უნდა ვილაპარაკო ნახევარ მილიონამდე ხმაზე, ეს აღარ ემქურება ნაციონალურ მოძრაობას, წილში ჩაუჯდა მას მისგან წასული პოლიტიკური ჯგუფი, არ ემუქრება იმდენი ხმის აღება, მეტიც, პროგნოზს ვაკეთებ თვითმმართელობის არჩევნები უნდა იყოს წელს კანონით, თუ არ გადადეს, ამ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს, თუ ცალცალკე გავლენ, ხმების ჯამი არ ვვარაუდობ, რომ იყოს იმდენივე ან მით უმეტეს იმაზე მეტი რაც იყო. გამოთავისუფლდა ეს ხმები",-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველოში ორ პოლუსიანი სივრცე აღარ არსებობს. 

"აღარ არსებობს მიხეილ სააკაშვილის რუსთავი2. არსებობს მიხეილ სააკაშვილის ერთი დამცრობილი პარტია, კონკურენტუნარიანი, დღესაც ჩვენზე ძლიერია გაცილებით, მაგრამ რა იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე, ვნახოთ. კონკურენტუნარიანი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ ერთ-ერთი პარტიაა, ეს აღარ არის ორპოლუსიანი სივრცე, ჩვენ მივდივართ წინ, ჩვენ ორპოლუსიანი სივრცე აღარ გვექნება, არც",-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

Comments
Loading...